ამონარიდები პლუტარქე ქერონეელის ქმნილებიდან – „რჩეული ბიოგრაფიები”
„ფული ეკუთვნის არა იმას, ვინც იძლევა, არამედ მიმღებს, თუ იგი სამაგიეროს იხდის იმ საქმით, რისთვისაც ამ ფულს იღებს”. - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ყოველი მშვენიერი შემოდგომაზეც მშვენიერია”.
* * *
„ობლობა, რასაც თან ბევრი უკუღმართობა ახლავს, სრულიადაც ვერ უშლის ხელს ადამიანს, ღირსეული და მრავალთა შორის გამორჩეული კაცი გახდეს, და რომ საჩივარსა და საყვედურს იმსახურებენ მხოლოდ უვარგისები, რომლებიც საკუთარ წახდენას უპატრონობას აბრალებენ”.
* * *
„გამარჯვებულთ დაღლა არ ეგების”.
* * *
„თითქმის ყოველი ჩვეულებრივი ადამიანური საქმე რაღაც აუცილებელი ხერხით და ძალდატანებითაც კეთდება”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ჭეშმარიტად მძაგს ყოველი, რის მინიჭების ან წართმევის უფლება ბრბოს ხელშია”.
* * *
„სამშობლოს გამო შიში სამარცხვინო როდია”.
* * *
„ვინც ხელს ჰკიდებს საზოგადოებრივ საქმეს და ადამიანებთან ურთიერთობის დამყარებისაკენ მიისწრაფვის, მან განსაკუთრებით უნდა აარიდოს თავი თვითკმაყოფილებას”.
* * *
„არასოდეს დავჯდები ისეთ ტახტზე, რომელიც ჩემს მეგობრებს სხვებზე მეტ შესაძლებლობებს არ მოუტანს!”
* * *
„სხვას თუ ვერაფერს ვიქმთ, ის მაინც ძალგვიძს, სამშობლოსათვის ვედრებაში უკანასკნელი სუნთქვა ამოვუშვათ!” – (ავტორი გენია.ჯი)