ნიკოლა ბუალო-დეპრეო
ნიკოლა ბუალო-დეპრეო - დაიბადა 1636 წლის 1 ნოემბერს საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში.იგი გახლდათ დიდი ფრანგი პოეტი,კრიტიკოსი და კლასიციზმის თეორიტიკოსი,რომელმაც თავის ცნობილ პოემაში “პოეტური ხელოვნება”,ფორმულირება გაუწია რიგ დოგმებსა და კანონებს პოეზიისა.ნიკოლამ მიიღო საფუძვლიანი განათლება სამართალსა და ღვთისმეტყველებაში.მალევე იწყებს სატირებისა და სხვა ჟანრების პოეზიის წერას.მისმა შემოქმედებამ და მაღალმა საგანმანათლებლო კულტურამ,თავად საფრანგეთის მეფე ლუი XIV დააინტერესა და ნიკოლა 1667 წელს დანიშნულ იქნა სასახლის კარის ისტორიოგრაფად ჟან ბატისტ რასინთან ერთად.ბუალოს შემოქმედების საუკეთესო ნიმუშებად მიჩნეულია: “Sur l’home” (მერვე) და “A on esprit” (მეცხრე) სატირები. (ავტორი გენია.ჯი) გარდა ამისა მისი შემოქმედების განუყოფელი ნაწილი გახლდათ “ეპიგრამები” და “ოდები”.რაც შეეხება ნიკოლოს საუკეთესო ნაწარმოებს,სპეციალისტების ვარაუდით გახლავთ,პოეტური პოემა ტრაქტატი “პოეტური ხელოვნება”,რომელიც თავის მხრივ შესანიშნავ ესთეტიკას წარმოადგენს კლასიციზმისა. (ავტორი გენია.ჯი) გარდა პოეტური შემოქმედებისა,იგი ცნობილი კრიტიკოსიც იყო.მისმა მოღვაწეობამ უდიდესი გავლენა იქონია XVIII საუკუნის ფრანგულ პოეზიაზე.აღსანიშნავია,ის გარემოებაც,რომ სიბერის ჟამს აქტიურად ჩაერთო ძველი და ახალი პოეტების “დავაში”,სადაც ძველი თაობის ფრანგი პოეტები აღიარებდნენ თავიანთ უპირატესობას ახალი თაობის ფრანგ პოეტებზე და მიიჩნევდნენ,რომ ისინი ვერასოდეს გაუწევდნენ კონკურენციას მათ.ბუალოს სახელს დღესაც მოიხსენიებენ ისეთი დიდი ფრანგი ხელოვანების გვერდით,როგორებიც იყვნენ: ჟან ბატისტ პოლკენი (მოლიერი) და ჟან ბატისტ რასინი.ნიკოლა ბუალო-დეპრეო გარდაიცვალა 1711 წლის 13 მარტს პარიზში.მისი შემოქმედება კი კვლავ დიდ აღტაცებას იწვევს პოეზიის მოყვარულებში. (ავტორი გენია.ჯი)