ნიკოლოზ გოგოლი – „ეპიზოდი”
რუსული ლიტერატურის ერთ-ერთ ყველაზე მისტიკურ წარმომადგენელს - ნიკოლოზ გოგოლს (1809-1852 წლები) ჰობიც ისეთივე უცნაური გააჩნდა, როგორი უცნაური ბუნებითაც თავად იყო დაჯილდოვებული. (ავტორი გენია.ჯი) გოგოლი, რომელიც შესანიშნავად ფლობდა კულინარიის ხელოვნებას, გატაცებული იყო ეგრეთ წოდებული „ჯიბის წიგნების”, ანუ – მინიატურული ზომების მქონე წიგნების შეგროვებით. იმისათვის, რომ ნიკოლოზს თავისი დიდებული კოლექცია შეევსო, სოლიდურ თანხებს იხდიდა მინიატურულ წიგნებში. იგი იმ შემთხვევებშიც კი იხდიდა „ჯიბის წიგნებში” დიდ ფულს, როდესაც მათი შინაარსი პროზაიკოსისათვის ნაკლებად ან საერთოდ არ იყო საინტერესო. ასე მაგალითად, გოგოლმა სოლიდური თანხა მხოლოდ იმიტომ გადაიხადა მათემატიკურ ენციკლოპედიაში, რომ იგი მინიატურული ზომისა გახლდათ. ამ დროს კი ცნობილია, რომ თავად გოგოლი არასოდეს ყოფილა დაინტერესდებული ზუსტი მეცნიერებით. – (ავტორი გენია.ჯი)