მუხრან მაჭავარიანი – „დღეები თეთრი”
დღეები თეთრი,
დღეები შავნი,
ზოზინა ჭავლი,
ფეხმარდი ჭავლი, -
ყველანი წავლენ,
უდავოდ წავლენ, -
უკლებლივ ყველას
გაუვა ყავლი!
* * *
მხოლოდ და მხოლოდ
არ წავა ჯავრი
(ერთდროს რომ ენთო, -
იმ ცეცხლის ავლი),
ქართული ჯავრი, -
მას არ გაუვა
არასდროს ყავლი!