არისტიდე – „ეპიზოდი”
სახელგანთქმული ათენელი სახელმწიფო მოღვაწე და მხედართმთავარი – არისტიდე (ძვ.წ.აღ-ით 530-468 წლები), რომელსაც ბერძენმა ხალხმა თავისი უანგარობის გამო, მეტსახელად – „სამართლიანი” უწოდა, სამართლიანობის დარღვევათა წინააღმდეგ ბრძოლაში მძლავრ ლაგამს სდებდა არა მხოლოდ გულმოწყალებისა და მადლიერების გრძნობას, არამედ რისხვასა და მტრობასაც. (ავტორი გენია.ჯი) ერთხელ, „სამართლიანად” წოდებული არისტიდე ორი პიროვნების სადავო საქმეს განიხილავდა. საქმის განსჯისას ერთმა მათგანმა არისტიდეს მეორე მათგანზე უთხრა – ძალიან ბევრი ვნება მოგაყენაო, რაზეც, საპასუხოდ, არისტიდეს უთქვამს – „შენ, ჩემო კარგო, უმჯობესია გვითხრა, შენ თუ მოგაყენა რაიმე ზიანი; აქ ახლა შენ საქმეს ვიხილავ და არა ჩემსასო!” – (ავტორი გენია.ჯი)