დღის შეკითხვა Genia.Ge-სგან!
იმისათვის, რომ სამაგიერო ღირსეულად გადაეხადათ, კუნძულ სამოსის მკვიდრნი ტყვედ აყვანილ ათენელებს ანტიკურ ხანაში შუბლზე დაღად – ბუს გამოსახულებას ასვამდნენ. ასე იმიტომ ხდებოდა, რომ ათენელები სამოსელ ტყვეებს „სამენას” გამოსახულებით დაღავდნენ. დაასახელეთ, რას წარმოადგენდა – „სამენა”?! – (ავტორი გენია.ჯი)