კონსტანტინე ლორთქიფანიძე წერდა…
„მიწის სიყვარული სასწორზე არ აიწონება, არშინით არ გაიზომება და არც კანონში ჩაეტევა, როგორც კვირტიდან გამოსული ნაყოფი იმავე კვირტში ვერ ჩაეტევა”. - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„მოფიქრებას რა აზრი აქვს, თუ საქმე არ დაბოლოვდება!”
* * *
„კომუნისტები, თუ გინდა წყალმა წაიღოს, მაგრამ მათი აშენებული ქარხნები და სადგურები წყალს რატომ უნდა გავატანოთ?! ისინი ჩვენ გვჭირდება ქართველებს… საქართველოს სჭირდება!”
* * *
„გლეხი სადაც ოფლს დაიდენს, ბინასაც იქ დაიდებს!”
* * *
„ბედაურის მოტანილს ვირს არ შეაჭმევენ”.
* * *
„სადაც პურ-მარილს მიიღებ, იქ მახვილს ვეღარ შეიტან”.
* * *
„ხათრიანი კაცი სამართალს ვერ გასჭრის”.
* * *
„მთლად შიშველი ქალი არაფერია. მარა ასე, ორი თითის დადებაზე ხორცი რომ გამოუჩნდება, პირდაპირ გადაგრევს კაცს!”
* * *
„ღარიბი კაცის გაჩენაში ღმერთი არ ურევია”. – (ავტორი გენია.ჯი)