ძველი რომი – „ეპიზოდი”

ანტიკური ხანის რომში, სხვა უამრავ უცნაურ წესთან ერთად, ერთი ფრიად უცნაური და საყურადღებო წესი იყო დამკვიდრებული: ნებისმიერი პიროვნება, ვინც კი თანამდებობის მაძიებლად მოიაზრებდა თავს, ვალდებული გახლდათ „მარადიული ქალაქის” ფორუმზე უტუნიკოდ (მამაკაცის ტრადიციული სამოსი ძველ რომში) ტოგის ამარა ჩასულიყო, და ასე შილიფად ჩაცმული მისალმებოდა თანამოქალაქეებს და მხარდეჭერა ეთხოვა მათთვის მოახლოებული არჩევნების ჟამს. ერთი ვერსიის თანახმად, ისინი ასე იმიტომ იქცეოდნენ, რომ თხოვნის შესაფერი მორჩილი შესახედაობა მიეღოთ; მეორე ვერსიით კი, ისინი ამ უჩვეულო გზით ცდილობდნენ სახილველად გამოეჩინათ, თუ ჰქონდათ ვაჟკაცობის დამადასტურებელი ნიშნები – ნაჭრილობევნი და ნაიარევნი, რაც მათდამი მოსახლეობის ნდობას ერთიორად ზრდიდა. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>