რატომ უწოდეს არტემონს „ირგვლივ ტარებული”?
ათენური დემოკრატიის ერთ-ერთი ფუძემდებელთაგანი, სახელგანთქმული ძველ ბერძენი მხედართმთავარი – პერიკლე, საალყო მანქანებს ჯერ კიდევ ძვ.წ.აღ-ით V საუკუნეში იყენებდა. (ავტორი გენია.ჯი) იმისათვის, რომ ეს ინოვაციური სამხედრო ტექნიკა სრულეყო და თავისი ჯარისათვის მრავლად აეგო, მან აღნიშნული საქმე იმ პერიოდის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ძველ ბერძენ მექანიკოსს - არტემონს მიანდო. არტემონი კოჭლი გახლდათ და როცა საქმე მოითხოვდა, იგი დანიშნულების ადგილამდე მსახურებს საკაცით გადაჰყავდათ. ამის გამო მას მეტსახელად ხალხმა – „პერიფორეტოსი”, ანუ – „ირგვლივ ტარებული” უწოდა. პლატონის უშუალო მოწაფის – ჰერაკლიდე პონტოელის გადმოცემის თანახმად, არტემონი მეტად აზიზი, მშიშარა და სულმოკლე ადამიანი ყოფილა. მისი შიში ისეთ შიზოფრენიამდეც კი მივიდა, რომ სახელოვანი მექანიკოსი, რომლის მიერ დამზადებული სალყო მანქანებითაც მარაგდებოდა ათენის არმია, სულ ერთთავად შინ იჯდა. ამ დროს კი ორ მსახურს მის თავს ზემოთ სპილენძის ფარი ეჭირა, რათა ზემოდან არაფერი დასცემოდა. იმავე წყაროს ცნობით, თუ არტემონ პერიფორეტოსი შინიდან გამოსვლას საჭიროებდა, იგი მიწას ოდნავ აცილებული პატარა საწოლით გამოჰყავდათ და ასე დაატარებდნენ. – (ავტორი გენია.ჯი)