ერთი პატარა იგავ-არაკი

ერთხელ მხეცთა სამეფოში მღელვარება ატყდა და ტახტს მედელიანის ძაღლი დაეუფლა (ბულდოგის ჯიშის მაგვარი ძაღლი)… ახლად გამეფებული ძაღლი ჰკბენდა და ჰგლეჯდა თავის ქვეშევრდომებს. მისმა სასტიკმა ქცევებმა ქვეშევრდომები მეფისადმი შურისძიების გრძნობით განმსჭვალა, რასაც თან მედელიანის ძაღლის მიხრჩობა მოჰყვა. ამის შემდგომ დამყარდა სახალხო ხელისუფლება, მაგრამ სამეფოში კვლავაც აირივ-დაირია ყოველივე. კვლავ აღშფოთდნენ მხეცები და იღრიალეს: „ავირჩიოთ მეფე, რომელსაც ექნება ბრჭყალები, ჭკუა და მარტო ერთი კუჭი!” და ერთ მბრძანებელს შეჰფიცა ყველამ, გესმით თქვენ, მხოლოდ ერთს! ეს იყო – ლომი! – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>