ჯეიმზ ფენიმორ კუპერი – „ეპიზოდი”
საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია, რომ გამოჩენილმა ამერიკელმა მწერალმა და სატირიკოსმა – ჯეიმზ ფენიმორ კუპერმა (1789-1851 წლები), როგორც კარგმა ლიტერატორმა, სახელი ინდიელთა ცხოვრების შესახებ დაწერილი ისტორიული რომანებით გაითქვა. (ავტორი გენია.ჯი) კუპერმა 1826 წელს დაწერა ისტორიული ჟანრის მქონე ლიტერატურული ნაწარმოები – „უკანასკნელი მოჰიკანი”, რომელიც შემდგომში მის ყველაზე პოპულარულ წიგნად იქცა. აღნიშნულ ქმნილებაში ავტორმა აღწერა მოჰიკანების უკანასკნელი წარმომადგენლის – უნკასას ცხოვრება და სიკვდილი. ნაწარმოების სიუჟეტი განვითარებას XVIII საუკუნეში ჰპოვებს. სინამდვილეში, უნკასა რომანში განვითარებულ მოვლენებამდე 150 წლით ადრე ცხოვრობდა. გარდა ამისა, მოჰიკანების ინდიელთა ხალხის წარმომადგენლები დღემდე ბინადრობენ ამერიკის შეერთებული შტატების ტერიტორიაზე. 2003 წლის აღწერის შედეგად გაირკვა, რომ იმ პერიოდისათვის მათი რიცხვი საერთო ჯამში – 1 600 იყო. შესაბამისად, უნკასა არ ყოფილა „უკანასკნელი მოჰიკანი”.
ჯეიმზმა თავის ნაწარმოებში დალავერის ინდიელთა ტომი დადებითი, ხოლო – იროკეზები უარყოფითი კონტეკსტით წარმოგვიდგინა. ერთადერთი მიზეზი ასეთი არჩევანის გაკეთებისა ანტაგონისტებსა და პროტაგონისტებს შორის განპირობებული გახლდათ იმით, რომ პირველნი აშშ-ის მოკავშირეებს წარმოადგენდნენ, მეორენი კი მათი მოწინააღმდეგეების – ინგლისელებისა. – (ავტორი გენია.ჯი)
P.S. ცნობისათვის გეტყვით, რომ 1600 წლისათვის მოჰიკანთა რაოდენობა დაახლოებით 35 000 ადამიანს შეადგენდა. პირველი ევროპელი, რომელიც მოჰიკანებს 1609 წელს შეხვდა, სახელგანთქმული ინგლისელი ზღვაოსანი და მკვლევარი – ჰენრი ჰუდსონი იყო. – (ავტორი გენია.ჯი)