ლაზარე კაგანოვიჩი – „ეპიზოდი”
სტალინის ერთ-ერთი უახლოესი თანამებრძოლი, ებრაული წარმომავლობის მქონე რუსი სახელმწიფო მოხელე - ლაზარე კაგანოვიჩი, ისევე როგორც ვიაჩესლავ მოლოტოვი, ხანდაზმულ ასაკში გარდაიცვალა. (ავტორი გენია.ჯი) 1991 წლის 25 ივლისს, 97 წლის ასაკში მყოფი კაგანოვიჩი ტელევიზორს უყურებდა, რა დროსაც ახალ ამბებში საკუთარი თვალით იხილა ერთმანეთის გვერდით გაღიმებული სახით მდგმომი მიხეილ გორბაჩოვი და ბორის ელცინი. „ – ეს კატასტროფაა!” – მოულოდნელად განწირული ხმა შემოესმა კაგანოვიჩების ოჯახში მომსახურე ქალს. და, როდესაც იგი ოთახში შევიდა, უკვე გვიანი იყო – ლაზარე კაგანოვიჩი სავრძელშივე გარდაცვლილიყო. ამ მოვლენიდან ხუთიოდე თვის გასვლის შემდეგ, რონალდ რეიგანის მიერ „ბოროტების იმპერიად” წოდებულმა სსრკ-მ თავისი არსებობა მართლაც რომ (იმედია – „სამარადჟამოდ”) დაასრულა. – (ავტორი გენია.ჯი)