ეკატერინე II – „ეპიზოდი”
„დიდად” წოდებულმა სრულიად რუსეთის იმპერატორმა-ქალმა – ეკატერინე II-მ, რომელიც განსაკუთებული „კაცთმოყვარეობით” იყო გამორჩეული, თავისი მმართველობის წლებში (1762-1796 წლები) სახელმწიფო ხაზინა 90 მილიონი რუბლით დააცარიელა. (ავტოირ გენია.ჯი) ეს უზარმაზარი თანხა სრულიად რუსეთის მბრძანებელმა-ქალმა მისივე მრავალრიცხოცვანი საყვარლებისათვის განკუთვნილ საჩუქრებში დახარჯა. ალექსანდრე ორლოვის უშუალო ხელშეწყობით განახორციელა თავის დროზე ეკატერინემ სასახლის კარზე გადატრიალება და შესძლო საიმპერატორო ტახტზე ასვლა, რაც მან სათანადოდაც დაუფასა ფავორიტ-მამაკაცს: გულუხვმა იმპერატორმა-ქალმა ალექსანდრეს საგვარეულოს გრაფის საპატიო ტიტული უბოძა. გარდა ამისა, მას სახელმწიფოსაგან საჩუქრად გადაეცა დიდი მამული და 800 გლეხი ყმად. ეკატერინემ გულუხვად ასევე დაასაჩუქრა ალექსანდრეს ძმა – გრიგორი ორლოვიც. მას სახელმწიფოსაგან საჩუქრად გადაეცა სოფელი – ობოლენსკოე, ხოლო მასში მაცხოვრებელი 3 000 ადამიანი კი – პირად ყმად. ყველაზე საყურადღებო რაც არის, არის ის, რომ სწორედ გრიგორი ორლოვს აუგო მან სანკტ-პეტერბურგში ულამაზესი სასახლე, სახელწოდებით – „მარმარილოს სასახლე”.
ეკატერინე მეორეს რუს სახელმწიფო მოხელესთან – გრიგორი პოტიომკინთან მთელი 11 წლის განმავლობაში აკავშირებდა „სასიყვარულო” ურთიერთობა. ამ ხნის მანძილზე იმპერატორმა თავისი ფავორიტი მამაკაცი 18 მილიონი რუბლის საჩუქრებით დააჯილდოვა. გარდა ამისა, უბოძა უამრავი ქალაქი და სოფელი.
სახელმწიფოსაგან გულუხვად საჩუქრდებოდა ეკატერინეს კიდევ ერთი ფავორიტი მამაკაცი, გრაფი – ალექსანდრე დმიტრიევ-ამონოვი. მას შემდეგ, რაც იმპერატრიცამ შეიტყო, რომ მისი საყვარელი ფარულად ქორწინდებოდა თავის ერთ-ერთ ფრეილინაზე, იგი კი არ განრისხდა, არამედ საქმროს რამდენიმე სოფელი ყმებითურთ, ხოლო სატრფოს – დარია შერბატოვას კი, ძვირადღირებული საიველირო ნაკეთობები აჩუქა.
თავის უკანასკნელ ფავორიტ მამაკაცს, რუსეთში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან პერსონას წლების განმავლობაში – პლატონ ზუბოვს ეკატერინემ მრავალი სოფელი, მრავალი ქალაქი, მრავალი ყმა, მრავალი სასახლე (მათ შორის ადრეულ პერიოდში პოტიომკინისათვის ნაჩუქარი სასახლეც) უსახსოვრა სახელმწიფო ხაზინის ხარჯზე.
მოკლედ რომ ვთქვათ, ეკატერინე მეორემ სახელმწიფო ხაზინა მხოლოდ იმისათვის დააცარიელა 90 მილიონი რუბლით, რომ თავისი მრავალრიცხოვანი ფავოროტი მამაკაცები დაესაჩუქრებინა გულუხვად. – (ავტორი გენია.ჯი)