ალბერტ აინშტაინი – „ეპიზოდი”
როგორც ცნობილია, „ფარდობითობის თეორიის” გენიალური ავტორი – ალბერტ აინშტაინი, მხოლოდ განსაკუთრებული შემთხვევის დროს და ისიც ძალიან იშვიათად იცმევდა ხოლმე ფეხზე წინდებს. (ავტორი გენია.ჯი) ფიზიკოსის აღნიშნული ქცევა დიდ გაკვირვებას იწვევდა საზოგადოებაში, თუმცა ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში მათთვის მაინც საიდუმლოდ რჩებოდა ის, თუ რატომ დადიოდა აინშაინი თითქმის ყოველთვის უწინდოდ. „სიყმაწვილეში აღმოვაჩინე, რომ ფეხის დიდი თითი, ადრე თუ გვიან მაინც გაუკეთებს ნახრეტს წინდას. ამიტომაც შევწყვიტე საბოლოო ჯამში წინდების ტარება”. – ასე განმარტა მოგვიანებით ალბერტმა ახლობელთა წრეში თავისი უცნაური ქცევის მიზეზი. – (ავტორი გენია.ჯი)