ჯაკომო მეიერბერი – „ეპიზოდი”

გამოჩენილი რუსი მწერლის – ნიკოლოზ გოგოლისა და აშშ-ის ლეგენდად ქცეული პირველი პრეზიდენტის – ჯორჯ ვაშინგტონის მსგავსად, ებრაული წარმომავლობის მქონე სახელოვანი გერმანელი კომპოზიტორი - ჯაკომო მეიერბერიც (1791-1864 წლები) ცოცხლად დამარხვის უკიდურესი შიშით (ტაფოფობიით) იყო შეპყრობილი. (ავტორი გენია.ჯი) ეს შიში „დიდი ფრანგული ოპერის” ფუძემდებელს არც სასიკვდილო სარეცელზე მყოფს განქარვებია. მან გარდაცვალებამდე მცირეოდენი ხნით ადრე დაიბარა, რომ, ყოველი შემთხვევისათვის, მისი ცხედრისათვის (ხელებსა და ფეხებზე) პატარა ზანზალაკები შეებათ. გარდა ამისა, ბრძანა ისიც, რომ ჯაკომოს ცხედარი ოთხი დღის განმავლობაში დაეცვათ. ამ დროის გასვლის შემდეგ, მეიერბერის ანდერძის აღმასრულებელთ მაესტროს ერთ ხელსა და ერთ ფეხზე ვენები უნდა გადაეჭრათ, რათა საბოლოოდ დარწმუნებულიყვნენ იმაში, რომ ჯაკომო მეიერბერს ცოცხლად არ მარხავდნენ. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>