„დამაკვირდი”
1. „მოკვდავი ორ ღმერთს, რა თქმა უნდა, ვერ გაუძლებდი!” – დიონისე სოფისტი - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
2. „ამქვეყნად ყველაზე ძვირფასი დედაენაა. იგი უკვდავებისა და შვების სახლია, ხალხმა თავის სულზე ჩამომტვრეული ქვებისაგან რომ ააგო”. – თამაზ ჭილაძე
* * *
3. „ერის ცხოვრებაში არის მომენტები, როდესაც ყველაზე კარგი მუსიკა დოლის ხმაა, განგაშისაკენ რომ მოგვიწოდებს”. – პიერ ჟან დე ბერანჟე
* * *
4. „მთელი სიცოცხლე მოკლედ უჩანს ბედნიერ კაცსა, ერთი ღამეც კი ბედკრულისთვის ულეველია”. – ლუკიანე
* * *
5. „არც ერთი სულიერი თავისი ნებით არ იკლავს თავს და არც – ცხოვრებაზე ხელჩაქნეული – სასიკვდილოდ არ იმეტებს თავის ნაშიერთ”. – ჯაკომო ლეოპარდი – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
6. „შენ დაიძინე, ძილისთვის გაჩენილი შენა ხარ!” – (დონ კიხოტის მიმართვა სანჩო პანსას – საავედრა)
* * *
7. „მთვარეს ოდესმე უმანკო სახე მიწის ცოდვათა სავსებით განცდამ ლაქებით დაუსახიჩრა”. – დესპინე გელოვანი (ბანოვანი)
* * *
8. „ – მე ოკეანე ვარ! მეცა მაქვს ოკეანური მოქცევა და უკუქცევა. უკუქცევის დროს ჩანს ხოლმე ჩემი მეჩეჩი და მოქცევის დროს ძლევამოსილი ჩემი ტალღები”. – ჟორჟ ჟაკ დანტონი
* * *
9. „ჭორები ჩემი მეგობარი არ არის”. – მაქსიმილიან რობესპიერი
* * *
10. „ყველა კვდება, განურჩევლად თავისი აზროვნებისა”. – ვიქტორ-მარი ჰიუგო – (ავტორი გენია.ჯი)