ლადო-ალექსი მესხიშვილი – „ეპიზოდი”
გენიალური გერმანელი რომანტიკოსი პოეტის – ფრიდრიხ შილერის მიერ დაწერილი დიდებული პიესის – „ყაჩაღები”-ს მიხედვით დადგმულ სპექტაკლში ერთ-ერთი მთავარი მოქმედი გმირის – ფრანც მოორის როლს დიდი ქართველი მსახიობი და რეჟისორი – ლადო-ალექსი მესხიშვილი (1857-1920 წლები) ანსახიერებდა. (ავტორი გენია.ჯი) სპექტაკლის მიმდინარეობის ჟამს, იმ სცენის დროს, როდესაც მესხიშვილის გმირს – ფრანც მოორის თავი უნდა ჩამოეხრჩო, თოკი დამცველ რგოლს მოსწყდა, რამაც მსახიობი კინაღამ მართლა დაახრჩო. ტრაგიკულ შედეგს კი გადავურჩით, თუმცა ამის შემდგომ ლადოს ხმა სამუდამოდ ჩაეხლიჩა. მიუხედავად ამისა, დიდებული ქართველი მსახიობი იმდენად დიდი პოპულარობითა და სიყვარულით სარგებლობდა ხალხში, რომ მთელი თაობა მის ჩახლეჩილ ხმას ბაძავდა, ახალგაზრდა მსახიობები კი, სულაც სპეციალურად იხლეჩდნენ ხმას. – (ავტორი გენია.ჯი)