ამ სიტყვით მიულოცა ეროსი მანჯგალაძემ 60 წლის იუბილე მედეა ჩახავას…
ქართული კინემატოგრაფიის ერთ-ერთ უმშვენიერეს და უფაქიზეს თვალმარგალიტს, ქალბატონ – მედეა ჩახავას – 60 წლის იუბილე, „ქართველ ლევიტანად” წოდებულმა გენიალურმა (ღანირელმა) მსახიობმა და შეუდარებელმა კომენტატორმა – ეროსი მანჯგალაძემ, შემდეგი სიტყვით მიულოცა:
„რაღაი იმას მოვესწარი, რომ მედეა ჩახავას ნამდვილი ასაკი შევიტყვე, აღარაფერს დავეძებ. სამოცი წელი, მედიკო და სამოცი? წარმოუდგენელია! თქვენ იცით (მივმართავ ახალგაზრდა მაყურებელს), ვინ და რა იყო მედიკო? ჯერ ახლა რა არის და მაშინ, ორმოცი წლის წინ, რა იქნებოდა!” – ამის შემდგომ კი ეროსიმ გაბრიელ სუნდუკიანის პოპულარული პიესიდან – „პეპო”, მთავარი მოქმედი პერსონაჟის – არუთინ ზიმზიმოვის სახეცვლილი ტექსტი გულღია იუმორითა და სიხალისით მიუძღვნა თავის მზეთუნახავ პარტნიორს სცენაზე – მედეა ჩახავას:
„ფეფელ-ჯან, გენაცვალე, ეს მე გწერ, შენი არუთინა… ოხ, ტყუილია რა, სამოცწლიანი ცოლისთანა ორმოცდაჩვიდმეტწლიანი ქმრის უფრო გამაყმაწვილებელი არა არის რა ქვეყანაზე, განა არ ვიცი, რო გეუბნებიან, მითომ ეგეთი ყმაწვილი ქმარი რათ გინდაო! იცი, რა გითხრა? შენ იმ ტუტუცებს უთხარი, ყოჩაღი, ახალგაზრდა ქმარი სჯობს დამბლადაცემულ, ბებერ ლოქოსა-თქო… ახლა ძალიან ბევრ რამეს ვსწავლობ, რომ შენი იუბილის საქმე ჩავაწყო ტეატრის ობშჩესტვოში და მინისტრთან. კოკობი ვარდო, არ დამაგდო…” – (ავტორი გენია.ჯი)
მედეა ჩახავა