„ცხოვრებისეული ფრაზეოლოგია”

„მე ისევე არ გამხარებია მტრის უბედურება, როგორც არ შემშურებია მისი კეთილდღეობა”. - (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„არაფერი არ აკლია მხოლოდ ღმერთს!”

* * *

„შეუძლებელია დიდ საქმეთა აღსრულება, თუ მცირეზე ფიქრს გადავყვებით, ვერც მრავალ გაჭირვებულს დავეხმარებით, თუ ბევრი რამ თვითონ გვიჭირს”.

* * *

„არც თუ ისე ადვილია შეხვდე კაცს, სიღარიბეს ღირსეულად იტანდეს, რამეთუ სიღარიბე ერცხვინება ყველას, ვინც კი თავისი ნება-სურვილის წინააღმდეგ განიცდის გაჭირვებას”.

* * *

„დაუშვებელია ტარებისაგან გაცვეთილი გადასაყრელი წაღებისა და სამოსის მსგავსად ვექცეოდეთ სულდგმულთ: სხვა მიზეზის გამო თუ არა, კაცთმოყვარეობის გამო მაინც უნდა მოვექცეთ მათ ადამიანურად”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„მე არ ძალმიძს იმ კაცთან ერთად გავატარო ცხოვრება, ვისაც გულზე უფრო მგრძნობიარე – კუჭი აქვს”.

* * *

„ძნელი საქმეა თავი იმართლო სხვა ხალხთან, როცა ცხოვრება სხვებთან გაქვს გატარებული”.

* * *

„ჭკვიან ადამიანებს მეტი სარგებლობა აქვთ ბრიყვებისაგან, ვიდრე ბრიყვებს ჭკვიანთაგან, რამეთუ ჭკვიანი ცდილობს არ გაიმეოროს ბრიყვის შეცდომები, ბრიყვი კი ჭკვიანის კეთილ ქცევებს არ ჰბაძავს”.

* * *

„ადამიანის ცხოვრებაში ყოველი ცვლილება საშიშროებაა”. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება