თეოდორ რუზველტი – „ეპიზოდი”
ამერიკის შეერთებული შტატების რიგით 26-ე პრეზიდენტის – თეოდორ რუზველტის (1858-1919 წლები) ოჯახის წევრებს (მისი ჩათვლით) ერთობ უცნაური ჰობი გააჩნდათ. შესაძლოა საკვირველი იყოს, თუმცა დადასტურებული ფაქტია, რომ მათ ძალიან უყვარდათ ისეთი გადასაადგილებელი მოწყობილობა, როგორიც გახლავთ – ოჩოფეხი. (ავტორი გენია.ჯი) და არა მხოლოდ უყვარდათ, არამედ რუზველტების ოჯახის თითოეული წევრი შესანიშნავად ფლობდა კიდეც ოჩოფეხებზე დგომის მეტად რთულ ხელოვნებას. შესაბამისად, მათ ოჯახში ყველას ჰქონდა პირადი ოჩოფეხი, რომლებითაც ხშირად გადაადგილდებოდნენ ხოლმე არა მხოლოდ რუზველტის ვაჟები და ქალიშვილები, არამედ თავად პრეზიდენტი და ქვეყნის პირველი ლედი – ედიტ რუზველტიც კი. – (ავტორი გენია.ჯი)