“მაკუაჰუტლი”
“მაკუაჰუტლი” – რომელიც ერთი შეხედვით,ძალიან ჩამოჰგავს თანამედროვე ხერხს,წარმოადგენდა მექსიკის ინდიელთა ერთ-ერთი ყველაზე მრავალრიცხოვანი ხალხის – აცტეკების საბრძოლო იარაღს (ხმალი).მისი სიგრძე 90 სანტიმეტრიდან – 120 სანტიმეტრამდე მერყეობდა.იგი მზადდებოდა მაგარმერქნიანი ხისაგან,რომლებშიც შემდგომ “მაკუაჰუტლის” დამზადების ოსტატები ვულკანური წარმოშვების ბასრი ფირფიტებს (ობსიდიანებს) ამაგრებდნენ.იგი შეიცავდა ხის ვადას,რომელსაც იმისათვის რომ ბრძოლაში ოფლისგან დაცვარული ხელიდან არ გავარდნოდათ,უკეთდებოდა ტყავის ხელსამაგრი.ასეთი იარაღისაგან მიყენებული დარტყმები საშინელ ჭრილობებს აყენებდა მოწინააღმდეგეს და როგორც ცნობილია,”მაკუაჰუტლით”თავისუფლად შეიძლებოდა,ადამიანისათვის ერთი დარტყმით თავის მოკვეთაც კი.უკანასკნელი დოკუმენტურად დადასტურებული ცნობები “მაკუაჰუტლის” ბრძოლაში გამოყენების შესახებ,ფიქსირდება 1884 წლით.დღესდღეობით კი “მაკუაჰუტლის” უძველესი ნიმუშები დაცულია მხოლოდ და მხოლოდ მუზეუმებსა და კერძო კოლექციებში. (ავტორი გენია.ჯი)