ლევ ტოლსტოი – „ეპიზოდი”
გენიალური რუსი მწერალი და მოაზროვნე - ლევ ტოლსტოი (1828-1910 წლები) დიდ ყურადღებას უთმობდა საკუთარ ჯანმრთელობას და შესანიშნავი ფიზიკური მონაცემებითაც იყო გამორჩეული. (ავტორი გენია.ჯი) მაგალითად, ცნობილია, რომ რუსული ლიტერატურის კლასიკოსი სამჯერ ჩავიდა ფეხით მოსკოვიდან მშობლიურ სოფელ იასნაია-პოლიანაში, რომელიც ტულის ოლქში გახლდათ განთავსებული. თავის მხრივ კი, მოსკოვი იასნაია-პოლიანას არც თუ ისე მცირე მანძილით – 200 კილომეტრით იყო დაშორებული. ნიშანდობლივია ისიც, რომ ტოლსტოიმ ფეხით თავისი პირველი „მარათონული” მსვლელობა (1886 წელს) მოსკოვიდან იასნაია-პოლიანაში – 58 წლის ასაკში განახორციელა. ლევ ტოლსტოი ანალოგიურად მოიქცა 1888 და 1889 წლებშიც. – (ავტორი გენია.ჯი)