ფოკიონი – „ეპიზოდი”
ათენის მოქალაქეებს ალექსანდრე მაკედონელმა სახელგანთქმული თანამოქალაქის, გენიალური ძველ ბერძენი ორატორის – დემოსთენეს გადაცემა მოსთხოვა. (ავტორი გენია.ჯი) მიზეზი ამისა იყო ის, რომ ერთ დღეს დემოსთენემ მაკედონიის ყმაწვილ მეფეს საჯაროდ – „უგუნური ბიჭუნა” უწოდა. ათენელებმა მაკედონელის ელჩები უარით გაისტუმრეს, რის შემდგომაც უარით გამძვინვარებულმა ალექსანდრემ ელინური ცივილიზაციის ცენტრ-ქალაქს ალყა შემოარტყა. რამდენიმე ხანში მეფესთან თავისი სიბრძნითა და პირდაპირობით განთქმული ათენელი პოლიტიკური მოღვაწე - ფოკიონი (ძვ.წ.აღ-ით 398-318 წლები) წარსდგა. იგი მაკედონელ მონარქს არ მოერიდა და ალექსანდრეს შემდეგი თამამი სიტყვით მიმართა: „ – ალექსანდრევ, თუკი გსურს ჭეშმარიტ დიდებას მიაღწიო, მაშინ რა საჭიროა თანამემამულეების, ელინების წინააღმდეგ ბრძოლა? გაემგზავრე აზიაში და იბრძოლე ბარბაროსებთან. იქ შენ მოიპოვებ დიდ სიმდიდრეს და მიაღწევ განუზომელ სამხედრო წარმატებას, ხოლო ელინებში კი მოიხვეჭ ნამდვილი გმირის სახელს!”
მაკედონელმა ყურადღებით მოისმინა ძველი ბერძენი სტრატეგის გულწრფელი რჩევა და მოიხიბლა მითი. შედეგად ალექსანდრემ, რომელმაც ფოკიონის რჩევა გაითვალისწინა, მისი დაჯილდოვება გადაწყვიტა. როდესაც საგანგებო ელჩებმა ფოკიონს მეფის მიერ ნაბოძები რამდენიმე ტალანტი ვერცხლი მიართვეს სახლში, გაკვირვებულ ადრესატს უკითხავს: „ – რისთვის?”
„ – იმისათვის, რომ შენ ღირსეული ადამიანი ხარ”. – უპასუხიათ ელჩებს.
„ – უკანვე წაიღეთ თქვენი საგანძური. მე მაგ განძის გარეშეც ღირსეული კაცი დავრჩები მომავალში”. – მიუგია ფოკიონს ალექსანდრეს ელჩებისათვის და მათთან დისკუსია შეუწყვიტავს. – *ავტორი გენია.ჯი)