იოსებ გრიშაშვილი – „ამონათქვამი”

დე დამამციროს ხალხის თვალში უგუნურთ ბრბომა,

დაე დამცინოს, შემიგინოს ღვაწლი და შრომა;

დაე ამხედრდნენ ჩემდა სამტროდ მავნე ძალები,

დაე სტიროდნენ ჩემი სატრფოს ლურჯი თვალები.

დაე ცხოვრებამ ტლანქი ბრჭყალით გამკრას, გამკაწროს,

მაინც არ დავხრი ძლევის დროშას არსად, არასდროს!

დე საალერსოდ ნურასოდეს გავიღიმები,

ჩანგმაც შესწყვიტოს ამობგერა, დასწყდეს სიმები,

დაე სუყველას დასანახად ვეზიზღებოდე, -

ოღონდ, ოცნებავ ზეციერო, შენა გწვდებოდე!..

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>