ხორხე ლუის ბორხესი – „ეპიზოდი”

გენიალურმა არგენტინელმა პროზაიკოსმა, პოეტმა და პუბლიცისტმა – ხორხე ლუის ბორხესმა (1899-1986 წლები), რაოდენ საკვირველიც არ უნდა იყოს, ლიტერატურულ ნაწარმოებებზე მუშაობა ჯერ კიდევ 5 წლის ასაკში დაიწყო. (ავტორი გენია.ჯი) ხანგრძლივი ლიტერატურული მოღვაწეობის პერიოდში არგენტინელმა მწერალმა უამრავი ნაწარმოები დაწერა და თითქმის ყველა საერთაშორისო ლიტერატურული ჯილდო მოიპოვა, თუმცა მათ შორის, არ იყო ყველაზე პრესტიჟული – „ნობელის პრემია”. 1970 წელს ხორხე ნომირირებული იქნა ნობელის პრემიაზე ლიტერატურის დარგში, თუმცა იმ დროს ჟიურიმ პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო და პრემია საბჭოთა-დისიდენტ მწერალს – ალექსანდრე სოლჟენიცინს მიანიჭა.

მას შემდეგ, რაც ჩილეს ხელისუფლებაში სამხედრო ხუნტა მოვიდა დიქტატორ – აუგუსტო პინოჩეტის ხელმძღვანელობით, ბორხესმა თავისი სიმპათია და ლოიალობა არ დამალა ქვეყნის ახალი ხელისუფალის მიმართ. ამ გარემოებამ გადამწყვეტი როლი ითამაშა იმაში, რომ არგენტინული ლიტერატურის კლასიკოსს ნობელის პრემიის კომიტეტმა ეგზომ საპატიო ჯილდო არ მიანიჭა.

ნობელის კომიტეტს არასოდეს გადაუცია პრემია იმ ადამიანებისთვის, რომელთაც ოდესმე ხელი ჰქონდათ ჩამონართმევი ჩილელ დიქტატორზე – აუგუსტო პინოჩეტზე. შესაბამისად, იდეოლოგიურ ომში ბორხესმა კვლავაც მარცხი განიცადა და იგი კვლავაც დარჩა ყველაზე პრესტიჟული პრემიის მიღების გარეშე. მოგვიანებით, მან აღნიშნული საკითხის შესახებ ერთობ მრავლისმეტყველი განცხადება გააკეთა – „ის, რომ არ დამაჯილდოვონ ნობელის პრემიით, რატომღაც, სკანდინავიურ ეროვნულ ტრადიციად იქცაო”. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>