„ოჯახი”

„რა დიადი, რა საოცარი გამოცანაა! მის შესაცნობად ასეულ წლებს ჩაუვლია, მაგრამ როგორც სიკვდილის, ისე ოჯახის საიდუმლოების ამოცანა დღემდე ვერავის ამოუხსნია. დინასტიები, იმპერიები, საზოგადოებანი იავარქმნილან, ნაცარტუტად ქცეულან, როდესაც იქ ოჯახი შერყეულა, ოჯახური კერა დაქცეულა, ქალსა და მამაკაცს ერთმანეთი დაჰკარგვიათ, ცალ-ცალკე ხეტიალი დაუწყიათ და ერთმანეთისკენ მიმავალი ბილიკი ვერ უპოვნიათ. დინასტიები, იმპერიები, საზოგადოებები, რომლებსაც ოჯახი არ შეუქმნიათ ან იმისი ფესვები ამოუძირკვავთ, დაუწყიათ ბრექი და თავგამოდება, ტრაბახი თავიანთი პროგრესით, იარაღის ჟღარუნით, დასაღუპად განწირულნი ყოფილან – თავი დიდხანს ვერ გაუტანიათ. ოჯახის ნგრევასთან ერთად ირღვეოდა თანხმობა, თანადგომა, თანაზიარობა, ბოროტება სთრგუნავდა სიკეთეს, მათ ფეხქვეშ ირყეოდა და სკდებოდა მიწა, რათა შთაენთქა პირუტყვად ქცეული ბრბო. ყოვლად უსაფუძვლოდ თავისთავს ადამიანებს რომ უწოდებდა”. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>