„სამშობლო”
„სამშობლო ის ქუჩაა, ბავშვობაში რომ ვთამაშობდით, საღამოობით ლამპის შუქით განათებული მაგიდაა. მეზობელ სახლში მდებარე საბაყალეოს ვიტრინაა, სამშობლო კაკლის ხეა ჩვენს ბაღში, მდინარეა მინდორში, მდინარის შენაკადი; სამშობლო ბაღის უკანა კედელში დატანებული, დრო-ჟამისაგან გამოხუნებული ხის ჭიშკარია, ვაშლის სუნი, ყავისა და ნამცხვრის სურნელი თბილ, მშობლიურ სახლში, ქალაქისაკენ მიმავალი, ან იქიდან მომავალი ვიწრო ბილიკია კორდზე და ამ ბილიკზე გასეირნება, საბვშვო სიმღერის გამოძახილი, ჩვენი ბავშვობის ერთი საღამოს ზანზალაკების რეკვა… აი, რა არის სამშობლო ადამიანისათვის და არა სიცრუე, ძალა-უფლება, მოძალადეობა და ავტორიტეტი. სამშობლო იმ დღეთა მოგონებაა, როცა მომავალ ცხოვრებაში იმედს ვსახავთ”. – (ავტორი გენია.ჯი)