უილიამ სომერსეტ მოემის ნააზრევი…
„ხანდახან ვოცნებობ უკიდეგანო ზღვის სივრცეში მიკარგულ კუნძულზე, სადაც უცნობი ხეებით შემოჯარულ მყუდრო ველზე ვიცხოვრებდი სიმშვიდითა და მდუმარებით გარემოცული. აი იქ ნამდვილად ვიპოვიდი, რასაც დავეძებ”. - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„წარსულზე არ ვფიქრობ. ჩემთვის მხოლოდ დაუსრულებელ აწმყოს აქვს ფასი”.
* * *
„როგორ შეიძლება ანგარიში გაუწიო ბრბოს აზრს, როცა ცალკეული ადამიანის აზრი ჩალად არ გიღირს?”
* * *
„ძალაუფლება ყველას უყვარს და განა იმაზე მეტი ძალაუფლება შეიძლება არსებობდეს, რომ შეგეძლოს ადამიანს შიშით ან თანაგრძნობით აუთრთოლო გული?”
* * *
„გულით ნათქვამს გონებით ვერ განსჯი”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„საზოგადოებას მხოლოდ იმ ადამიანის დამორჩილება შეუძლია, ვისაც სინდისი აქვს”.
* * *
„მე არასოდეს ვუჯერებ იმას, ვინც მეუბნება, ხალხის აზრი არაფრად მიმაჩნიაო”.
* * *
„როცა კაცი წყალში ვარდება, მკლავები უნდა მოუსვას. იმას აღარ აქვს მნიშვნელობა, კარგი ცურვა იცის თუ ცუდი. უნდა იცუროს, თორემ დაიხრჩობა”.
* * *
„ვერ წარმომიდგენია, როგორ შეიძლება მშვიდად იცხოვრო კაცმა, როცა იცი, რომ ყველა გკიცხავს?”
* * *
„ – განა ოდესმე გავმტყუნებულვარ?” – (ავტორი გენია.ჯი)