„ცხოვრებისეული ფრაზეოლოგია”
„სინდისი ყველას აქვს და, როცა იქნება თავს გაგახსენებთ”. - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ადამიანთა მოდგმას ჩვეულებრივი ამბის ზღაპრად გადათქმის თანდაყოლილი ნიჭი აქვს”.
* * *
„რა გულუხვად ფლანგავს ცივილიზებული ადამიანი თავისი ხანმოკლე სიცოცხლის წუთებს ათასგვარ მოსაწყენ საქმიანობაში”.
* * *
„კარგად რომ იცნობდეთ ადამიანს, ისიც გეცოდინებათ, რომ მისგან ყველაფერია მოსალოდნელი”.
* * *
„აბა რა სასიამოვნოა უმზირო, როგორ იტანჯება ადამიანი, მით უმეტეს, თუ შველა არ შეგიძლია”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ქალებს ერთი გამოუსწორებელი ნაკლი აქვთ: ოღონდ კი მსმენელი იშოვონ, და ყველას სიამოვნებით გაანდობენ პირად საიდუმლოს”.
* * *
„ისე უნდა მოიქცე კაცმა, რომ შენი თითოეული ნაბიჯი საყოველთაო კანონად იქცეს”.
* * *
„სინდისი იმიტომ დაუყენეს დარაჯად ადამიანს, რომ წესებს არ გადაუხვიოს. ეს წესები კი საზოგადოებამ საკუთარი თავის დასაცავად გამოიგონა. სინდისი ყოველი ადამიანის გულში მოკალათებული პოლისმენია. იგი თვალყურს ადევნებს, რომ კანონი არავინ დაარღვიოს. სინდისი ჯაშუშია, რომელიც ჩვენი მეობის მთავარ ციხე-სიმაგრეში ჩასაფრებულა”.
* * *
„არსებობს ისეთი ღიმილიც, რომელიც თვალებში იწყება და იქვე თავდება”.
* * *
„სიყვარულს მუდამ თან ახლავს ტანჯვა და სიმძიმილი”. – (ავტორი გენია.ჯი)