შალვა შუბლაძე – „კაცი და გველი”

მიდიოდა გლეხი გზაზე,

წინ შემოხვდა გველი,

დაიხარა კაცი წამსვე

ქვას წაავლო ხელი.

* * *

გველმა ჰკითხა:

- ან მე რად მყავს

უთვალავი მტერი,

ან ქედს რად ხრის შენს წინაშე

ყველა სულიერი?

* * *

- იმიტომ, რომ შენი გული

შხამით არის სავსე,

სიკეთე და სიყვარული

შიგ ვერ მოათავსე.

* * *

მზეებრ ბრწყინავ კაცი ბრძენი

სიყვარულის მადლით,

მამაცი და უძლეველი

ქვეყანაზე დადის.

* * *

შხამმა შექმნა ქვეყნად გველი,

სიყვარულმა – კაცი,

ამ სხვაობას ვერაფერი

ვეღარ წაშლის აწი.

კომენტარის დატოვება