ამონარიდები არისტოტელეს გენიალური ფილოსოფიური ქმნილებიდან – „რიტორიკა”
„ვინც ცუდად იცავდა სხვას, ვერ გამოდგება ჩვენს დამცველად”. - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„თუ არსებობს მიზეზი, არსებობს შედეგიც და თუ მიზეზი არ არსებობს, არც შედეგი არსებობს, რადგან მიზეზთან ერთად არსებობს ისიც, რის მიზეზიც ის არის და მიზეზის გარეშე არაფერი არ არსებობს”.
* * *
„თუ ღმერთებმა არ იციან ყველაფერი, მით უფრო ნაკლებ ეცოდინებათ ადამიანებს”.
* * *
„თუ სამართლიანი არაა ვბრაზობდეთ იმაზე, ვინც უნებური ბოროტება ჩაიდინა, მაშინ არც იმათ უნდა ვუმადლოდეთ, ვინც იძულებით გაგვიწია ქველმოქმედება”.
* * *
„ვინც ცუდად უვლიდა სხვის ცხენებს, მას ვერ მივანდობთ ჩვენსას”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„პოლიტიკურ ბრძოლებში სიტყვა ერთადერთი მოსამართლეა, რომელმაც სადავო საკითხი უნდა გადაჭრას”.
* * *
„თუ ორმაგი არსებობს, ნახევარიც იარსებებს და თუ ნახევარია, ორმაგიც იქნება”.
* * *
„ყოველი სახის სიტყვას განსხვავებული მიზანი აქვს”.
* * *
„მთავარია არა ადამიანის კანის ფერი, არამედ მისი სულიერი თვისებები”.
* * *
„ადამიანებს არ აშინებთ ის, რაც ძალიან შორს იმყოფება. მაგალითად, ყველამ იცის, რომ უნდა მოკვდეს, მაგრამ რადგან სიკვდილი შორსაა, ამიტომ ისინი გულგრილნი არიან მის მიმართ”. – (ავტორი გენია.ჯი)