„ღანირისპირელი” – (ორნი იყვნენ ქვეყანაზე)

ორნი იყვნენ ქვეყანაზე,

დაარღვია ერთმა მცნება,

ვაშლის ჭამით, უმაძღრობით,

აირია მან ცხოვრება.

* * *

      ეშმაკი რომ დაეუფლა,

აურია მას გონება,

სიყვარულს და ერთგულებას

ამჯობინა მან ქონება.

* * *

მალე ისე მოძლიერდა

ყველა ზღვარსაც გასცდა ნელა,

თვით ღმერთიც კი უარყო

და ეკლესია გადათელა.

* * *

 დედამიწა რომ არეყო,

ყველა გზები მოიშველა,

საიდუმლო გაუმხილა,

  ბოლოს კიდეც გააჩერა.

* * *

მერე როცა გაუჭირდა,

ღმერთს შესთხოვა უმალ შველა,

ღმერთმა თვალი აუხილა,

მან ტაძარი ააშენა.

შიგ მლოცველი მოიხმო და

იწყეს ქვეყნის გადარჩენა.

* * *

     გაიმარჯვა სიყვარულმა,

კაცმა სული მოასვენა,

საიქიოს რომ მივიდა,

ღმერთმა ხელი მიაშველა.

კომენტარის დატოვება