„ღანირისპირელი” – (ჩემი სახლი)
მიყვარს ეს სახლი, მიყვარს ეს მიწა,
მიწა რომელიც წინაპრით მერგო,
მიყვარს ამ სახლის ყველა მცენარე
და ის ხეებიც უწინ რომ ერგო.
მიყვარს ამ სახლის ყველა მცხოვრები,
ისინიც მიყვარს, ვინც იყვნენ ერთ დროს.
მიყვარს ზამთარში, მიყვარს ზაფხულში და
წელიწადის ნებისმიერ დროს.