„ცხოვრებისეული ფრაზეოლოგია”
„დაუჯერებელია, რომ ვინმეს თავისი თავი სძულდეს”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ყოველ ასაკს თავისი სილამაზე აქვს”.
* * *
„ახალგაზრდობის დაღუპვა იმასვე ნიშნავს, რასაც წლის დროთაგან გაზაფხულის გაქრობა”.
* * *
„ადამიანები თავშეუკავებელი არიან იმაში, რაც ძალიან სურთ”.
* * *
„ბოროტებას მხოლოდ საბაბი სჭირდება”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„უგუნურია ის, ვინც მამები მოსპო, შვილები კი დატოვა”. – (ამ სიტყვით მიმართა სპარსეთის იმპერიის დამფუძნებელმა – კიროს II დიდმა ლიდიის სამეფოს უკანასკნელ მმართველს – კრეზს)
* * *
„წამების დროს ერთნაირად ამბობენ როგორც ჭეშმარიტებას, ისე სიცრუეს: ვინც ტანჯვას უძლებს, სიმართლეს მალავს”.
* * *
„არავინ არ მიისწრაფვის იმისკენ, რაც მიუღწეველი ჰგონია”.
* * *
„ვისაც არავითარი ღირსება არა აქვს, ის არც პატივისცემის ღირსია”.
* * *
„ბრაზს დრო ჰკურნავს, სიძულვილი კი განუკურნებელია”. – (ავტორი გენია.ჯი)