სპარტელი ქალები – „ეპიზოდი”
მრავალი ძველი ისტორიული წყარო ირწმუნება, რომ სპატრელი ქალები ცნობილნი იყვნენ ზნეობრივი თავაშვებულობით. (ავტორი გენია.ჯი) გარდა ამ მანკიერი თვისებისა, ლაკედემონელი ქალები სიზარმაცითა და თქვენ წარმოიდგინეთ, სახელმწიფო მმართველობაში ზედმეტი ჩარევითაც ყოფილან გამორჩეულნი. როგორც ერთ-ერთი უდიდესი ფილოსოფოსი – არისტოტელე გვამცნობს, სპარტელი სუსტი სქესის წარმომადგენელთა ზემოაღნიშნული მანკიერი თვისბები ზიანს აყენებდა, როგორც სპარტულ კანონმდებლობას, ასევე სახელმწიფო კეთილდღეობასაც. – (ავტორი გენია.ჯი)