„ცხოვრებისეული ფრაზეოლოგია”
„იმის იმედით ყოფნა, რომ ბოროტებას სხვა აღკვეთს, პირდაპირ უღირსი საქციელია”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„სიმართლე ყოველთვის მიმართულია არამზადების წინააღმდეგ. აი, ამიტომ ეშინიათ მისი. და, სწორედ იმიტომ, რომ მათ ეშინიათ, უფრო საშიშნი ხდებიან”.
* * *
„ყოველი ადამიანი ყოველდღიურად დღისა და ღამის გასაყარში უნდა დაფიქრდეს იმაზე, რაც განუმეორებლად გამოგვეთხოვა და ჩვენს წარსულად იქცა”.
* * *
„ქრისტე, ხელმეორედაც რომ დაიბადოს, კვლავ ჯვარზე აცვამენ”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„უწინარეს ყოვლისა, გვახსოვდეს: რაც უნდა მოხდეს, მოთმინებითა და ნებითა ჩვენითა ყოველივეს გადავლახავთ”.
* * *
„მხოლოდ სულელი და უმეცარი ფიქრობს, რომ არასოდეს სცდება”.
* * *
„ჭეშმარიტება მაშინაა ჭეშმარიტება, როდესაც ის ადამიანებს გამოადგება”.
* * *
„თუ შენ საკუთარ თავს დაინახავ იმაში, რაც შენი ხელითაა შექმნილი, – შენთვის სულ ერთი არ იქნება, რაც შენს ირგვლივ ხდება”.
* * *
„ვინც ბევრს ლაპარაკობს სიყვარულზე, როგორც მე მაქვს შენიშნული, საერთოდ არ შეუძლია სიყვარული”. – (ავტორი გენია.ჯი)