იცით თუ არა, რომ?!
1. გენიალურმა ძველ ბერძენმა ფილოსოფოსმა – სოკრატემ, თავის სასამართლო პროცესზე (სადაც მას განაჩენად სიკვდილით დასჯა გამოუტანეს), სახელმწიფოს წინაშე თავისი დამსახურების საფასურად, ჯილდოდ – სახელმწიფოს ხარჯზე კვება მოითხოვა. თავის მხრივ, სახელმწიფოს ხარჯზე კვება უდიდეს პატივად იყო მიჩნეული ელინებში. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
2. ინდოეთის სუბ-კონტინენტის სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპიროსთან განთავსებულ კუნძულოვან ქვეყანაში – შრი-ლანკის დემოკრატიულ სოციალისტურ რესპუბლიკაში, სპილოს მოკვლისათვის დამნაშავეს სასჯელის სახით – სამუდამო პატიმრობა ემუქრება.
* * *
3. ანტიკური ხანის საბერძნეთში არათუ ფიზიკური, გონებრივი შრომაც კი მდაბიოთა საქმედ იყო მიჩნეული.
* * *
4. გენიალური ძველ ბერძენი ტრაგიკოსი – ევრიპიდე, სხვათა მსგავსად, სპარტელ ქალებს „თეძოჩენიებს” ეძახდა და მათ ავხორცობაში სდებდა ბრალს.
* * *
5. ისტორიის ადრეულ ეტაპებზე, „მარადიულ ქალაქშჲ” – რომში განთავსებული გახლდათ ყველა დასაწყისისა და დასასრული ძველ რომაული ღვთაების – იანუსის ორკარიანი ტაძარი, რომელსაც „ომის ჭიშკარს” ეძახდნენ. ასეთი სახელი მას იმიტომ შეურჩიეს, რომ ომის მიმდინარეობის ჟამს იგი ღია იყო, ხოლო მშვიდობიანობის დროს – დახშული. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
6. რომაული ლიტერატურის ნოვატორად მიჩნეული დიდი ძველ რომაელი მწერალი და სახელმწიფო მოღვაწე – მარკუს პორციუს კატონი (უფროსი) ამბობდა – „ბერძნები ბაგეებით წარმოთქვამენ სიტყვას, რომაელები კი სულითა და გულითო”.
* * *
7. სოკრატემ პლატონზე მასთან პირველი შეხვედრის შემდეგ ჭკუამხიარული და თავხედი კაცის შთაბეჭდილება დატოვა.
* * *
8. არგოსელებზე გამარჯვების შემდეგ სპარტელმა მამაკაცებმა გრძელი თმების ტარება დაიწყეს. შედეგად, ლაკედემონებში საქებად მიიჩნეოდა გრძელი თმების ტარება, რადგან იგი თავისუფლებასთან ასოცირდებოდა (გრძელი თმით ძნელი იყო იმ სამუშაოს შესრულება, რაც მონებს ევალებოდათ. სპარტელები კი თავისუფალი მოქალაქეები იყვნენ).
* * *
9. სამტრედიის რაიონის სოფელ ღანირში ქვეყნიერებას მოვლინებულ გენიალურ ქართველ მასხიობს – ეროსი მანჯგალაძეს, რომელიც ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში მარტო ცხოვრობდა, ჰყავდა პატარა ძაღლი, სახელად – „ტანგო”. როდესაც ეროსის თავისი ერთგული ოთხფეხა მეგობარი მოუკვდა, დასაფლავების ჟამს „ტანგოს” თავისმა დიდად მოყვარულმა პატრონმა დიდი „ქელეხი” გადაუხადა.
* * *
10. გენიალური გერმანელი პოეტისა და ფილოსოფოსის – ფრიდრიხ შილერის მამამ – იოჰან კასპარ შილერმა, რომელიც საოცრად ნიჭიერი მებაღე გახლდათ, სამებაღეო ხელოვნებაში ხანგრძლივი წლების განმავლობაში, არანაკლებ – 60 000 ხე დარგო. – (ავტორი გენია.ჯი)