„ცხოვრებისეული ფრაზეოლოგია”

„ზოგი სირცხვილი ისეთია, კაცს სიკვდილსაც კი ანატრებინებს”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„ტირილით ვერავის უპოვნია სიცილით დაკარგული”.

* * *

„ვინც პატარა რამეს ვერ დააფასებს, ის ვერც დიდის ფასს მიხვდება”.

* * *

„გინდ რეგვენისთვის გისწავლებია და გინდ მკვდრისთვის გიწამლებია”.

* * *

„ხე რომ წაიქცევა, ცულიანი და უცულო ყველა ზედ მიადგება”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„იმედიანი შიმშილიც კარგია”.

* * *

„თავი ვიქონიოთ გრილად, ფეხები თბილად, კუჭს ნუ დავიმძიმებთ”.

* * *

„წამხედაობამ ბევრი წაწყმინდა”.

* * *

„ვინც კატას არ გაიჩენს, ის თაგვებს გაიჩენს”.

* * *

„შიმშილმა ხმელი პური არ იცის და სიცივემ ძველი ტანისამოსი”. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება