შარლ პიერ ბოდლერის ნააზრევი…
„ცხოვრება საავადმყოფოა, სადაც ყოველი ავადმყოფი საწოლის გამოცვლის ჟინითაა შეპყრობილი. ერთს ურჩევნია, ღუმელის გვერდით იტანჯოს, მეორე ფიქრობს, რომ ფანჯარასთან გამოჯანსაღდება”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„მართალია, ოდნავ მრცხვენია წარსულის გახსენება, მაგრამ არც დავიწყება მსურს რაიმესი”.
* * *
„არ არის იმაზე მეტი სიამოვნება, ვიდრე განაცვიფრო ადამიანი იმით, რომ იმაზე მეტი მისცე, ვიდრე იგი მოელის”.
* * *
„ყველაზე საშინელი მწუხარება, მუნჯი მწუხარებაა!”
* * *
„მე ძალზედ მიყვარს იდუმალება, ვინაიდან არ ვკარგავ ხოლმე იმედს მისი შეცნობისას”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„მუდამ მეჩვენება, რომ უთუოდ კარგად ვიგრძნობ თავს იქ, სადაც ამჟამად არ ვიმყოფები”.
* * *
„თანასწორად მხოლოდ იგი უნდა ჩათვალო, ვინც დაგიმტკიცებს ამას”.
* * *
„თავისუფლების ღირსი მხოლოდ ის არის, ვინც ბრძოლით მოიპოვებს მას”.
* * *
„მე ვუმღერი მაწანწალა ძაღლებს, – მათ, რომელნიც მარტოდმარტო დაეხეტებიან ჩვენი უშველებელი ქალაქის დაღვარჭნილ შუკებში და მოსახვევებში, აგრეთვე მათ, რომელნიც აეკიდებიან, უსახლკარო კაცს და ეუბნებიან თავიანთი ჭკვიანი პარპალა თვალებით: „წამიყვანე შინ – იქნებ შევაერთოთ ჩვენი ორი დუხჭირი ცხოვრება და მცირეოდენი შვება მაინც ვპოვოთ!”
* * *
„ღრუბლები მიყვარს… ჰე, ცის ტატნობზე რომ მისცურავენ… ის საოცარი ღრუბლები”. – (ავტორი გენია.ჯი)