შაჰ-აბასი – „ეპიზოდი”
„ყველაზე მეტად ფატიმა მიყვარსო”, – ხშირად შენიშნავდა საქართველოს დაუძინებელი მტერი, „შაჰ-აბას დიდად” წოდებული ირანის შაჰი – აბას I (1571-1629 წლები). თავის მხრივ, ფატიმა წარმოადგენდა შაჰ-აბასის შვილიშვილს, უფლისწულ ხუდაბენდეს მცირეწლოვან ასულს. (ავტორი გენია.ჯი) ირანის შაჰის კარზე ინტრიგები ჩვეული მოვლენა გახლდათ. „სპარსეთის ლომის” ნდობის მოპოვებას მრავალი დიდებული სხვადასხვა მეთოდით ცდილობდა. მას შემდეგ, რაც აბას I-ს მოახსენეს, რომ შვილები ღალატს გიპირებენო, შაჰმა იკითხა, რომელი შვილებიო, რაზეც მან პასუხად მიიღო – ხუდაბენდე-მირზა და ისმაილ-მირზაო. განრისხებულმა შაჰ-აბასმა უმალვე გასცა ბრძანება – ორივე მათგანს თვალები დათხარეთო. თვალდაშრეტილ ძმათაგან ერთი, ისმაილი, ბედს შეურიგდა, ხოლო მეორემ, ხუდაბენდემ ერთობ ულმობელი სახის შურისძიება გადაწყვიტა დაუნდობელი და სასტიკი მამის მიმართ. მამისაგან დაბრმავებული იმაზე ფიქრში ათენ-აღამებდა, თუ რა საშუალებით მოეკლა გულქვა მამის გული. იფიქრა და გაახსენდა, – შაჰს ყველაზე მეტად ჩემი ქალიშვილი ფატიმა უყვარს და ფატიმას სიკვდილი ყველაზე უფრო გაამწარებსო. შედეგად, ხუდაბენდემ თავისი 4 წლის მომხიბლავი გოგონა საკუთარი ხელებით დაახრჩო, თავად კი საწამლავი დალია და ასე მოისწრაფა სიცოცხლე.
ფატიმას სიკვდილმა შაჰ-აბასი ჭკუიდან შეშალა. მან სახე სილაქის ცემით სულ დაილეწა. ათი დღე და ღამე სრულ წყვდიაში გაატარა. არავინ მიიკარა და ამ ხნის განმავლობაში არც საჭმელ-სასმელი გაუკარებია. – (ავტორი გენია.ჯი)