როგორ იღებოდა სახლის კარი ანტიკური ხანის ელადასა და ანტიკური ხანის „მარადიულ ქალაქში”?
ანტიკური ხანის ძველ საბერძნეთში ყოველი ბერძენის სახლის კარი გარეთ იღებოდა (აღნიშნულ ფაქტს მრავალი ისტორიული წყარო ადასტურებს, მათ შორის ძველბერძნული კომედიებიც). სახლიდან გამოსვლის წინ შიგნიდან კარებს მძლავრად ურტყამდნენ და აბრახუნებდნენ, რათა გარეთ მდგომთ ან ჩამვლელთ ხმა გაეგონათ და ვიწრო შუკაში გამოღებული კარის საკეტები არ მოხვედროდათ. (ავტორი გენია.ჯი) ელინებისაგან განსხვავებით, ძველ რომაელთა სახლის კარები გარედან შიგნით იღებოდა. თუმცა იყო გამონაკლისებიც. ქვეყნის წინაშე განსაკუთრებული დამსახურების მქონე მოქალაქეებს, კარგ მამულიშვილს, ჯილდოს სახით, სახელმწიფო საზოგადო ხარჯებით რომში უგებდა სახლს – პალატიუმზე (იმ შვიდი ბორცვიდან ერთ-ერთი ბორცვის სახელწოდება, რომელზედაც „მარადიული ქალაქი” – რომია გაშენებული, და სადაც განთავსებული გახლდათ მდიდარ არისტოკრატთა დასახლება). ასეთი კარის მქონეთ (რაც დიდ პატივად იყო მიჩნეული თვითეული რომაელისათვის), ნებისმიერ დროს ჩართულიყვნენ საზოგადო საქმეებში. – (ავტორი გენია.ჯი)