ანდაზები

„სჯობს უჭმელობით სიკვდილი, საყვედურითა ჭამასა”. - (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„ცვარი ცვარს ეცა და ზღვად გადაიქცაო”.

* * *

„სადაც ფული ლაპარაკობს, იქ სიმართლე დუმს”.

* * *

„ცილისწამება ნახშირივითაა – თუ არ დაგწვავს, გაგსვრის მაინც”.

* * *

„თუ არ გყავდეს მოახლეო, თავი მოიმოახლეო”.

* * *

„მგელი კვდებოდა და ცხვარი კუნტრუშის ბუნებაზე იყოო”.

* * *

„ბევრი ლაპარაკი ბევრი თავის ტკივილიაო”.

* * *

„თუ ლხინი გვინდა ღვთისაგან, ჭირნიცა შევიწყნაროთა”.

* * *

„სულ არარაობას ცალუღელა ხარი სჯობიაო”.

* * *

„სხვის ლაპარაკს ყურს ნუ უგდებ, თორემ შენზე კარგს ვერაფერს გაიგონებ”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„ობოლს კვერს ბევრი ჰპირდება, მაგრამ გამომცხობი არავინ არისო”.

* * *

„მარტო ლოცვით სამოთხეში არ შეისვლებაო”.

* * *

„კაცი არ ვარგა უცოლო, არც ეგრე ცოლმორეული”.

* * *

„ყოველი კაცი თავისი ჭირის მჭამელია”.

* * *

„პატარა კაცმა დიდი მთა გადაიარაო”.

* * *

„სანამ შეხვიდოდე, გამოსვლაზე იფიქრეო”.

* * *

„ფონი გასავალს დალოცეო”.

* * *

„მტერი თუ მოყვრულად მოგექცეს – მოერიდე, მოყვარე თუ მტრულად მოგექცეს – შეიყვარე”.

* * *

„ნუ დაპირდები ქალს იმ დათვის ტყავს, რომელიც ჯერ არ მოგიკლავს”.

* * *

„სხვისი მაზიარებელი, მოკვდა უზიარებელი”. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>