რატომ იწყებს ჭადრაკში თამაშს თეთრი ფერის მქონე ფიგურა?

ერთ-ერთი ყველაზე ინტელექტუალური თამაშის – ჭადრაკის წინამორბედ თამაშად სპეციალისტები უძველეს ინდურ თამაშს – „ჩატურანგას” მიიჩნევენ, რომელსაც თავის მხრივ, ოთხი ადამიანი თამაშობდა ოთხი სხვადასხვა  – წითელი, ყვითელი, შავი და მწვანე ფერების მქონე ფიგურებით. (ავტორი გენია.ჯი) დროთა განმავლობაში მოთამაშეთა რაოდენობა ორამდე შემცირდა. შესაბამისად, შემცირებული იქნა სხვადასხვა ფერების მქონე ფიგურების რაოდენობაც. შავი ფერის ფიგურები დატოვებული იქნა, ხოლო ყვითელი ფერის საჭადრაკო ფიგურები ჩაანაცვლეს თეთრი ფერის ფიგურებით.

დღემდე ზუსტად დადგენილი არ არის, თუ რატომ იწყებენ ჭადრაკში თამაშს თეთრი ფერის ფიგურები, თუმცა-კი არსებობს რამდენიმე ვერსია. ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ვერსიის თანახმად, შავი ფერი აღმოსავლეთის ქვეყნებში (ჭადრაკის სამშობლოში) წარმატებასთან ასოცირდებოდა, ხოლო თეთრი ფერი კი პირიქით, – წარუმატებლობასთან. იმისათვის რომ გაეთანაბრებინათ შანსები წარმატებისა ორივე ფერის მქონე საჭადრაკო ფიგურებისათვის, პირველი სვლის პატივი თეთრი ფერის ფიგურებს არგუნეს.

ოფიციალური მონაცემების თანახმად, აღნიშნული წესი პირველად მოხსენიებული იქნა წმინდა გიორგის სახელობის ლონდონური საჭადრაკო კლუბის განაწესში, რომელიც 1841 წლით არის დათარიღებული. მანამდე კი, მოთამაშე, რომელიც პირველ სვლას აკეთებდა, თავად წყვეტდა როგორი ფერის ფიგურებით დაიწყებდა თამაშს. – (ავტორი გენია.ჯი)

ჩატურანგა

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>