ბერგდამების ველური ტომის შესახებ…
აფრიკის კონტინენტის სამხრეთ ნაწილში განთავსებულ კალაჰარის უდაბნოში მაცხოვრებელი ერთ-ერთი ველური ტომის - ბერგდამების ხალხი, რომლებიც თავიანთ თავს – „შავ ადამიანებად” მოიხსენიებენ და რომელნიც მსოფლიოში ყველაზე ბინძურ და ჭუჭყიან ხალხად არიან მიჩნეულნი, წყლის მიმართ რელიგიურ შიშს განიცდიან. (ავტორი გენია.ჯი) ზოგიერთ მათგანს, საერთოდ, მთელი თავიანთი ცხოვრების განმავლობაშიც კი ეკრძალება ბანაობა. წყალი ბერგდამების ტომის ხალხს მეტად საშიშ და უბედურების მომტანად მიაჩნიათ. საქორწინო ცერემონიები მათ არ გააჩნიათ, მაგრამ ბავშვის დაბადების დროს სრულდება ზოგიერთი რიტუალი. როგორც წესი, ბავშვს სახელს არქმევენ მაშინ, როცა აჭრიან ჭიპს. მამა წვავს ხორცის ნაჭერს და მისგან ჩამოდენილ ცხიმს ისვამს ტანზე. ცხიმიანი ჭუჭყის ქერცლს სათუთად აგროვებენ ტყავის პატარა ტოპრაკში, რომელიც შემდეგში ბავშვის ავგაროზს წარმოადგენს. ტყავის ამ პატარა ტოპრაკს მამა ბავშვს ყელზე აბამს, აფურთხებს მკერდზე, დღაბნის ნაფურთხს და რამდენჯერმე იმეორებს მის სახელს. თუმცა, მათთან პირველი შეხვედრისას უმალ თვალში მოგხვდებათ ბერგდამების კბილების თვალისმომჭრელი სითეთრე. ეს ერთი იმ მცირე ადგილობრივ ტომთაგანია, რომელიც ძალზე დიდი ყურადღებით უვლიან კბილებს. შედეგად, მათი კბილები მუდამ თეთრია. კბილების მოსავლელად ისინი ხისაგან დამზადებულ კბილის ჯაგრისებს ხმარობენ. გარდა ამისა, ბერგდამები გამუდმებით ღეჭავენ ტყავის პატარა ნაჭერს, რაც დიდად უწყობს ხელს კბილების სითეთრეს.
ჰოტენტოტების დიალექტზე მოლაპარაკე ბერგდამების სამყაროში დღემდე შემორჩენილია თაყვანისცემა სიკვდილ-სიცოცხლის მბრძანებელი ღვთაების – კამაბისადმი, რომელიც თავის მხრივ, ამ ველური ხალხის მთელ ცხოვრებას განაგებს. მისივე ხელშივეა მზისა და წვიმის განმგებლობაც.
ბერგდამების ტომის მკურნალებს ავადმყოფთა განსაკურნებლად იძახებენ როგორც კამაბის წარმომადგენელთ. იმ შემთხვევაში, თუ მკურნალი გადაწყევტს, რომ კამაბს სურს წაიღოს ავადმყოფის სიცოცხლე, განწირულ პაციენტს იგი ბედის ანაბარ ტოვებს და არავითარ დახმარებას არ უწევს. ასეთივე ბედის მქონენი არიან მოხუცები და ფიზიკურად სუსტი ადამიანები. ისინი, ვისაც საკუთარი თავის რჩენის ძალა არ შესწევთ.
მიცვალებულებს ბერგდამები რაც შეიძლება მალე მარხავენ, რადგან მათ, ისევე, როგორც განვითარების დაბალ საფეხურზე მდგომ სხვა ხალხებს, მიცვალებულთა შურისძიებისა ეშინიათ. ამის გამოს ისინი კუბოსაც კი მძიმე ქვებს აყრიან ყოველთვის.
ტყუპის დაბადება ამ ველურ ხალხში სასურველი არ არის, რადგან იგი ბუნების საწინააღმდეგო მოვლენად არის მიჩნეული. ამის გამო ისინი (როგორც ბუშმენები) ტყუპიდან ერთ-ერთს – ცოცხლად მარხავენ.
მეცნიერები ირწმუნებიან, რომ ეს გამოუცნობი ხალხი, რომელიც, დღემდე არავინ იცის, რომელი ქვეყნიდან გამოჩნდნენ „შავ კონტინენტზე”, იმდენად მცირერიცხოვანია, რომ მალე ისე გაქრება, თავის შემდეგ არავითარ კვალს არ დატოვებსო. – (ავტორი გენია.ჯი)- (ავტორი გენია.ჯი)