„მილიელენე”

როგორც საყოველთაოდ არის ცნობილი, მსოფლიო ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ომის – „ტროას ომის” დაწყება, ზევსისა და ლედას უმშვენიერესი ასულის – ელენეს გატაცებასთან იყო დაკავშირებული. (ავტორი გენია.ჯი) თუკი ძველ ბერძნულ მითოლოგიას ვერწმუნებით, მიწის ქალთა შორის ულამაზესი ელენეს განუმეორებელი მშვენიერება იქცა იმ ძალად, რომელმაც ასეულობით ხომალდი დასძრა ადგილიდან. აქედან გამომდინარე, მათემატიკოსებმა ხუმრობით შექმნეს ქალის სილამაზის ერთგვარი საზომი, რომელსაც სახელად – „მილიელენე” უწოდეს. მათი გათვლებით – 1 „მილიელენე”-ს – ერთი ხომალდის დაძვრა ძალუძდა ადგილიდან. ელენეს გასაოცარი სილამაზე კი – 1 186 ხომალდის თანაბარზომიერად, ანუ – 1 186 „მილიელენედ”  შეფასდა, რადგან სწორედ ამ რაოდენობის ბერძნული ხომალდი დაიძრა „მშვენიერი ელენეს” გასანთავისუფლებლად ტროასკენ. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>