გალილეო გალილეი – „ეპიზოდი”
ინკვიზიციის მიერ ერესში დადანაშაულებულმა და ინკვიზიციის მიერვე ძვალ-რბილ გაერთიანებულმა გენიალურმა იტალიელმა მეცნიერმა - გალილეო გალილეიმ (1564-1642 წლები), რომელიც სამოქალაქო ქორწინებაში იმყოფებოდა ვენეციელ ქალბატონთან – მარინა გამბასთან, თავისი ორი ქალიშვილი – ვირჯინია და ლივია მონასტერში მიავლინა აღსაზრდელად. იმ დროს ვირჯინია – 13 წლის ასაკში, ხოლო ლივია კი – 12 წლის ასაკში იმყოფებოდნენ. (ავტორი გენია.ჯი) გარდა ამისა, გალილეოს ასევე ჰყავდა ვაჟიშვილიც, სახელად – ვინჩენცო. მოგვიანებით, ვინჩენცოს ქორწინებიდან ვაჟი შეეძინა, რომელსაც მან მამის საპატივცემულოდ – გალილეო დაარქვა. დიდი იტალიელი მეცნიერის შვილიშვილი თავისი გენიოსი ბაბუასაგან განსხვავებით, დროთა განმავლობაში რელიგიურ ფანატიკოსად ჩამოყალიბდა, რის გამოც იგი ხშირად საჯაროდ აკრიტიკებდა გალილეის მსოფლმხედველობას. ის კი არა და, სახელოვანი ბაბუას შვილიშვილი გალილეოს ინკვიზიციის მსგავსად ერესში სდებდა ბრალს და როდესაც იგი გარდაიცვალა, ყველა ის მეცნიერული ნაშრომი თუ ხელნაწერი, რომელიც გალილეომ თავის დროზე დიდი შრომის ფასად შექმნა, სახლიდან გამოიტანა და ცეცხლს მისცა. – (ავტორი გენია.ჯი)