„ცხოვრებისეული ფრაზეოლოგია”
„საკუთარი ნაკლის დაუნახავად და შეუცნობლად არ არსებობს პროგრესი”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„მგელი რომ მოგესევა, ერთი ბატკანი მიუგდე, თუ გინდა მთელი ფარა გადაარჩინო”.
* * *
„არიან ადამიანები, რომლებიც ფიქრობენ, რომ ამ ქვეყნის ღერძი და დედაბოძი მხოლოდ და მხოლოდ ფულია, ხოლო დანარჩენი, რაც კი არსებობს – მთელი სამყაროს სული, გულიც და ხორციც – უკლებლივ ყველაფერი მხოლოდ ფულის მტვერია, მისი ყურმოჭრილი მონა-მორჩილია და ყოველივე ისე იყიდება, როგორც ერთი წყვილი საცვალი”.
* * *
„რევოლუცია არის უხეში ძალა, რომელიც თავის გზაზე არავის და არაფერს არ ინდობს”.
* * *
„ვისაც ბევრი არა მიუღია რა, ის ბევრს ვერც მოგვცემს”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„არის დანაშაული, რომლის დავიწყება ისევე ძნელია, როგორც მეძავისაგან თავისი წარსულისა”.
* * *
„ჩემი დევიზია: „ყველაფერი დემოკრატიისათვის!”. – (დიდი ქართველი მამულიშვილისა და გენიალური ქართველი კლასიკოსი მწერლის – მიხეილ ჯავახიშვილის დევიზი)
* * *
„წარმოუდგენელი და შეუძლებელია, ჭრიჭინამ არწივის კვერცხი დადოს”.
* * *
„ყოველი საქმე სიდინჯით უნდა განისაჯოს”.
* * *
„როცა კაცს უჭირს, ნემსის ყუნწში გაეტევა, როცა ულხინს – სახლის კარიც ვიწროდ ეჩვენებაო”. – (ავტორი გენია.ჯი)