ანრი მატისი & პაბლო პიკასო
ცნობილი ფაქტია, რომ გენიალური ფრანგი მხატვარი და მოქანდაკე – ანრი მატისი (1869-1954 წლები) განსაკუთრებით მტრობდა მასზე გაცილებით ახალგაზრდა ხელოვანს, კუბიზმის ერთ-ერთ ფუძემდებელ მხატვარს – პაბლო რუის ი პიკასოს (1881-1973 წლები). ანალოგიური დამოკიდებულება გააჩნდა პიკასოს მატისის მიმართაც. ნიშანდობლივია ის გარემოება, რომ მათ მიერ შექმნილი შედევრი-სურათები არა მხოლოდ შესრულების სტილით ჰგავდნენ ერთმანეთს, არამედ ერთნაირი სახელწოდებებიც კი გამოირჩეოდნენ. (ავტორი გენია.ჯი) ერთხელ ამ ორი გენიალური მტრის ტილოები ერთადაც იქნა გამოფენილი ლონდონში არსებულ თანამედროვე ხელოვნების გალერეაში – „თეიტ მოდერნში”. მათ არ უყვარდათ ერთმანეთის მიერ დახატული სურათები; თუმცა-კი ისინი გრძნობდნენ ერთმანეთის ძალას, რაც აიძულებდათ და სტიმულს აძლევდათ კიდევ უფრო დაეხვეწათ და განევითარებინათ თავიანთი შემოქმედება; მთელი თავისი შეგნებული ცხოვრების განმავლობაში, ორივე მათგანი დიდი ყურადღებით აკვირდებოდა და სწავლობდა ერთმანეთის ნამუშევრებს. შესაბამისად, მატისისა და პიკასოს ურთიერთობა და ურთიერთდამოკიდებულება შესაძლოა თავისუფლად შევადაროთ საგულდაგულოდ დაგეგმილ საჭადრაკო პარტიას. თავად ფრანგმა მხატვარმა კი ერთ დღეს აღნიშნა, რომ პიკასოსთან ურთიერთობა მას კრივის მატჩს აგონებდა. მატისი და პიკასო ერთმანეთს პირველად პირისპირ 1906 წელს შეხვდნენ. მათი პირისპირ შეხვედრა უზრუნველყო სახელგანთქმულმა ამერიკელმა მწერალმა და ორივე მხატვრის სურათების კოლექციონერმა ქალმა – გერტრუდა შტაინმა. მიუხედავად მძაფრი კონკურენციისა, მატისმაც და პიკასომაც ერთმანეთისადმი პიროვნულად და ერთმანეთის შემოქმედების მიმართ ღრმა პატივისცემა და მოწიწება გამოხატეს. – (ავტორი გენია.ჯი)
პაბლო პიკასოსა და ანრი მატისის ავტოპორტრეტები