მიხეილ ჯავახიშვილი – „ეპიზოდი”
წინამძღვრიანთკარის სკოლის დამთავრების შემდეგ დიდმა ქართველმა მამულიშვილმა და ქართული სალიტერატურო სკოლის თვალმარგალიტმა – მიხეილ ჯავახიშვილმა (1880-1937 წლები) სწავლა ყირიმის მებაღეობა-მევენახეობის სასწავლებელში განაგრძო. (ავტორი გენია.ჯი) მან სწავლას გული ვერ დაუდო და სწავლის მიმართ ერთობ გულგრილი დამოკიდებულება დაიკავა, რაც თავის მხრივ, მისი აღმზრდელებისათვის შეუმჩნეველი არ დარჩენილა. ერთხელ ყირიმის სასწავლებლის დირექტორმა მიხეილი თავისთან დაიბარა კაბინეტში და ასეთი სახის რჩევა მისცა: „ – თქვენ აგრონომად არ გამოდგებით, ამიტომ გირჩევთ, სხვა ხელობა აირჩიოთ, მაგალითად, ტელეგრაფისტობა, როგორ მოგწონთ? მშვენიერი საქმეა”.
მიხეილი ზრდილობის გამო კი დაეთანხმა სასწავლებლის დირექტორის „ბრძნულ” რჩევას, მაგრამ მას უკვე არჩეული და განსაზღვრული ჰქონდა თავისი მომავლის ლიტერატურისთვის დაკავშირება. – (ავტორი გენია.ჯი)