უილიამ სომერსეტ მოემი – „სინდისი”
„ჩემი აზრით, სინდისი იმიტომ დაუყენეს დარაჯად ადამიანს, რომ წესებს არ გადაუხვიოს. ეს წესები საზოგადოებამ საკუთარი თავის დასაცავად გამოიგონა. სინდისი ყოველი ადამიანის გულში მოკალათებული პოლისმენია. იგი თვალყურს ადევნებს, რომ კანონი არავინ დაარღვიოს. სინდისი ჯაშუშია, რომელიც ჩვენი მეობის მთავარ ციხე-სიმაგრეში ჩასაფრებულა. ადამიანს ისე ძალიან უნდა, ხალხმა საქციელი მოუწონოს, ისე ძალიან ეშინია საზოგადოების სამსჯავროსი, რომ თვითონვე უღებს თავის უბოროტეს მტერს ციხე-სიმაგრის კარს. და, აი, ეს მტერი მუდამ თვალმოუშორებლივ დარაჯობს ამ ციხე-სიმაგრის მფლობელს, მუდამ ფხიზლად იცავს თავისი ბატონის ინტერესებს და მაშინვე უკან შემოაბრუნებს ხოლმე ფარას ასხლეტილ ცხვარს. იგი აიძულებს ადამიანს, რომ საზოგადოებრივი ინტერესი საკუთარზე მაღლა დააყენოს”. – (ავტორი გენია.ჯი)